გადასახადების ჩართვა პროდუქტის ფასებში
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში, საქონლის უმეტესობისთვის ნაჩვენებ ფასებში უნდა ჩართო გაყიდვების გადასახადი.
ამ ფუნქციის გააქტიურებისას, გადასახადი გამოითვლება ფორმულით გადასახადი = (საგადასახადო განაკვეთი X ფასი) / (1 + საგადასახადო განაკვეთი). გადასახადი ნაჩვენებია, როგორც ხაზის ელემენტი შენთვისაც და შენი მომხმარებლებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გადასახადი არ ჩანს დამატებულად. ქვეჯამი და ჯამი იგივეა, მაგრამ ასევე მითითებულია გადასახადის ის თანხა, რომელიც უნდა გადარიცხო შეკვეთისთვის.
ნაბიჯები:
შენი Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პარამეტრები > გადასახადები და ბაჟი.
აირჩიე გაყიდვების გადასახადის ჩართვა პროდუქტის ფასსა და მიწოდების ტარიფში.
დააწკაპუნე ღილაკზე შენახვა.
იმისთვის, რომ გამოიყენო მომხმარებლის ადგილობრივი საგადასახადო განაკვეთი შენი ქვეყნის საგადასახადო განაკვეთის ნაცვლად, დააყენე გადასახადის შემცველი ფასწარმოქმნა თითოეული ბაზრისთვის, სადაც ყიდი.
ფასებში გადასახადების ჩართვის პარამეტრის დაყენების შემდეგ, დატოვე გადასახადის დარიცხვა ამ პროდუქტზე მონიშნულად შენი პროდუქტის გვერდებზე, რათა გადასახადები ჩაირთოს ნაჩვენებ ფასში. გადასახადის ჩართული თანხა ეჩვენებათ მომხმარებლებს შეკვეთის გაფორმებისას ჯამის გვერდით.
შენს ფასებში გადასახადების ჩართვა არ მოქმედებს შენს საგადასახადო ანგარიშგებაზე.
მაგალითად, მაია და გაბრიელი ცხოვრობენ ერთსა და იმავე რეგიონში და ორივეს აქვს ონლაინ მაღაზია. რეგიონს აქვს 10%-იანი საგადასახადო განაკვეთი და ბიზნესის მფლობელებს აძლევს არჩევანის საშუალებას, ჩართონ თუ არა გადასახადები ფასებში.
მაია არ რთავს გადასახადებს თავის ფასებში. თუ ის მიუთითებს პროდუქტის ფასს 100$-ს, მაშინ გადასახადი გამოითვლება 10$-ით, და გაყიდვის ჯამური ფასი იქნება 110$. ამის ფორმულაა ჯამი = მითითებული ფასი X (1 + საგადასახადო განაკვეთი):
100$ X (1 + 0.1) = 100$ X 1.1 = 110$
გაბრიელი წყვეტს, ყველა გადასახადი ჩართოს თავის მითითებულ ფასებში. 100$-იანი ჯამური მითითებული ფასის მისაღებად, რომელიც შეიცავს გადასახადს, გადასახადის წილის გამოსათვლელად გამოიყენება გადასახადის შემცველი ფორმულა. ამის ფორმულაა გადასახადი = (საგადასახადო განაკვეთი X ფასი) / (1 + საგადასახადო განაკვეთი):
ფასის საგადასახადო წილი = (0.1 X 100$) / (1 + 0.1) = 10$ / 1.1 = 9.09$
ფასის პროდუქტის წილი = 100$ - 9.09$ = 90.91$
ეს გამოთვლები ავტომატურად სრულდება. გადასახადის თანხა ჩანს ყველა შეკვეთის დეტალებში, ასე რომ, ჩამოჭრილი გადასახადის რეალური თანხა ნაჩვენებია როგორც გაბრიელისთვის, ისე მისი მომხმარებლებისთვის.
გადასახადის ჩართვა ან ამორიცხვა შენი მომხმარებლის ქვეყნის მიხედვით
თუ საერთაშორისო ბაზარზე ყიდი, შეგიძლია ჩართო ან ამორიცხო გადასახადები შენი პროდუქტის ფასებიდან მომხმარებლის ლოკაციის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში ან რეგიონში მყოფი მომხმარებლებისთვის (მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში) ნაჩვენებ ფასებში ჩართულია ადგილობრივი დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), ხოლო სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში (მაგალითად, შეერთებულ შტატებში) ნაჩვენებია ფასები გადასახადების გარეშე, სადაც მომხმარებლები მოელიან გადასახადების დამატებას შეკვეთის გაფორმებისას.
გადასახადის ჩართვის პარამეტრს აყენებ თითოეული ბაზრისთვის, სადაც ყიდი. იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, იხილე გადასახადის შემცველი ფასწარმოქმნა და ბაჟის და გადასახადების დაყენება კონკრეტული ბაზრებისთვის სექციაში „ბაზრები“.
თუ კონკრეტული პროდუქტებისთვის ან პროდუქტების კოლექციებისთვის იყენებ გადასახადის გადაფარვებს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შენს მარჟებზე. შეიტყვე მეტი მომხმარებლის ქვეყნის მიხედვით გადასახადის ჩართვასთან ან ამორიცხვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
მაგალითად, გაბრიელი ცხოვრობს რეგიონში, სადაც 10%-იანი გადასახადია. მისი ფასები ისეა დაყენებული, რომ მოიცავს გადასახადს და ის ყიდის თავისი რეგიონის გარეთ მდებარე რამდენიმე რეგიონში. მისი ბაზრები ისეა დაყენებული, რომ ჩართოს ან ამორიცხოს გადასახადი მომხმარებლის ლოკაციის მიხედვით. ის ყიდის პროდუქტს 100$-ად.
- თავის რეგიონში პროდუქტი ღირს 100$. ფორმულის გადასახადი = (საგადასახადო განაკვეთი X ფასი) / (1 + საგადასახადო განაკვეთი) გამოყენებით, ფასის პროდუქტის წილი არის 90.91$, ხოლო ფასის საგადასახადო წილი არის 9.09$.
- რეგიონებში, სადაც გაბრიელს არ მოეთხოვება გადასახადის დარიცხვა, შეკვეთის გაფორმებისას პროდუქტის ფასია 90.91$, რაც ფასის პროდუქტის წილს წარმოადგენს.
- რეგიონში, სადაც გაბრიელს მოეთხოვება გადასახადის დარიცხვა 20%-იანი საგადასახადო განაკვეთით, შეკვეთის გაფორმებისას პროდუქტის ფასია 109.09$. ეს ფასი გამოითვლება ფასის პროდუქტის წილზე რეგიონის 20%-იანი საგადასახადო განაკვეთის გამოყენებით.
შენი მაღაზიის მისამართი Shopify-ს ადმინში გამოიყენება შენი საშინაო საგადასახადო განაკვეთის განსასაზღვრად, რომელიც აკლდება შენს გადასახადების ჩათვლით ფასებს, როდესაც ყიდი გადასახადების ჩამრთველ სხვა ქვეყანაში ან რეგიონში. ადმინ პანელში მაღაზიის მისამართის შეცვლა სხვა ქვეყნით ან რეგიონით, ასევე, შეცვლის საშინაო საგადასახადო განაკვეთს.
გასათვალისწინებელი ფაქტორები მომხმარებლის ქვეყნის მიხედვით გადასახადის ჩართვის ან გამორიცხვისას
სანამ მომხმარებლის ლოკაციაზე დაყრდნობით გადასახადს ჩართავ ან გამორიცხავ, გადახედე შემდეგ გასათვალისწინებელ ფაქტორებს.
- მომხმარებლის ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით გადასახადის ჩართვა ან გამორიცხვა არ არის მხარდაჭერილი შემდეგ შემთხვევებში:
- მაღაზიები, რომლებიც იყენებენ შესყიდვის შემდგომი აფსელინგის შემომთავაზებელ მესამე მხარის აპებს.
- დაჩქარებული გადახდის მეთოდები, როგორიცაა Google Pay ან Apple Pay, მხარდაჭერილია მხოლოდ იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც იყენებენ Shopify Payments-ს. დაჩქარებული გადახდის მეთოდები არ არის მხარდაჭერილი იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც იყენებენ სხვა გადახდის კარიბჭეებს.
- დაჩქარებული გადახდის ღილაკების გამოყენება არ არის მხარდაჭერილი მომხმარებლის ქვეყნის მიხედვით გადასახადის ჩართვის ან გამორიცხვისას. თუ გსურს შენს ფასებში გადასახადის ჩართვა ან გამორიცხვა მომხმარებლის ლოკაციის მიხედვით, გათიშე შენი დაჩქარებული გადახდის ღილაკები.
- შენი საშინაო საგადასახადო განაკვეთი განისაზღვრება შენი მაღაზიის მისამართით. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს შენს საგადასახადო გადაფარვებზე. მაგალითად, თუ გაქვს გადაფარვა პროდუქტზე, რომელსაც აქვს 10%-იანი საგადასახადო განაკვეთი, მაგრამ შენი მაღაზიის საშინაო საგადასახადო განაკვეთი უფრო მაღალია, მაშინ საერთაშორისო მიწოდებისას ამ პროდუქტებს გამოაკლდება უფრო მაღალი საშინაო საგადასახადო განაკვეთი. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს შენს მოგების მარჟებზე. თუ გსურს თავიდან აირიდო ასეთი ერთეულების საერთაშორისო მიწოდება, გამოიყენე მიწოდების პროფილები.
- შენი საშინაო საგადასახადო განაკვეთი გამოიყენება შეკვეთის გაფორმებისას ფასის გამოსათვლელად. ამან შესაძლოა გამოიწვიოს უზუსტობები, თუ გაქვს შესრულების ლოკაციები განსხვავებული საგადასახადო განაკვეთების მქონე რეგიონებში.
- როდესაც გადასახადი ჩართულია ან გამორიცხულია მომხმარებლის ლოკაციის მიხედვით, შეკვეთის გაფორმებისას ფასები სწორად აისახება. თუმცა, პროდუქტის გვერდებზე ან კალათაში ფასები არ აისახება სწორად, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობა არ სრულდება:
- შენ ყიდი რამდენიმე ვალუტაში და იყენებ Shopify Payments-ს. ამ შემთხვევაში, ფასები სწორად აისახება შეკვეთის გაფორმებისას, პროდუქტის გვერდებსა და კალათაში.
- მომხმარებლები შესყიდვებს აკეთებენ ისეთი მისამართის გამოყენებით, რომელიც მდებარეობს ფასის კორექტირებისთვის დასაშვებ რეგიონში, გააქტიურებული აქვთ ქუქი-ფაილები, არ გაუსუფთავებიათ ბრაუზერის ქეში და არ სტუმრობენ მაღაზიას ინკოგნიტო რეჟიმში. ამ შემთხვევაში, მაღაზიაში მომდევნო ვიზიტებისას, ფასები სწორად აისახება შეკვეთის გაფორმებისას, პროდუქტის გვერდებსა და კალათაში.
გადასახადისგან გათავისუფლების გასათვალისწინებელი ფაქტორები გადასახადის ჩათვლით ფასებისთვის
თუ პროდუქტის ფასებში რთავ გადასახადებს, მაშინ ვერ უჩვენებ გადასახადისგან გათავისუფლებულ ფასს გარკვეულ მომხმარებლებს, მაგალითად, GST-ისგან გათავისუფლებას ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის.
თუ კონკრეტული მომხმარებლები გადასახადისგან უნდა გაათავისუფლო, ფასებში გადასახადები არ შეიტანო.