Vertex
Vertex გაყიდვების გადასახადის ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც უზრუნველყოფს გადასახადის ავტომატურ განსაზღვრას ქლაუდზე დაფუძნებული საგადასახადო ძრავის მეშვეობით. შეგიძლია მოახდინო Vertex-ის ინტეგრაცია შენს Shopify-ს მაღაზიასთან მისი საგადასახადო აპად დამატებით.
Vertex უზრუნველყოფს შემდეგ უპირატესობებს:
- საგადასახადო იურისდიქციის მინიჭება
- გაყიდვების, სარგებლობისა და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) განსაზღვრა
- გათავისუფლების სერტიფიკატის მართვა
- რეგისტრაციის დადასტურება
- ანგარიშგება
- ლოკაციის იდენტიფიკაცია
- დაბეგვრის კომპლექსური ლოგიკა თითოეული ტრანზაქციის ზუსტი საგადასახადო კალკულაციის უზრუნველსაყოფად
- უახლესი საგადასახადო კონტენტი სისტემის განახლების შემცირებული მოთხოვნებით
- ინტეგრაცია საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP) პროგრამულ უზრუნველყოფასთან და სხვა ბიზნესაპლიკაციებთან
Vertex არის საგადასახადო ფასიანი გადაწყვეტა, რომელიც მოითხოვს პირდაპირ ხელშეკრულებას შენსა და Vertex-ს შორის. Shopify-ს მაღაზიასთან Vertex-ის ინტეგრაციისთვის Shopify-სგან არანაირი დამატებითი ღირებულება არ ირიცხება. ფასწარმოქმნის, ფუნქციონალისა და ანგარიშის შექმნის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდი Vertex-ს.