კლიენტებისა და მაღაზიების მართვა
ზოგიერთი მოვაჭრე თავად ქმნის საკუთარ Shopify-ს მაღაზიას, მაგრამ ბევრს ურჩევნია სხვისი დაქირავება მაღაზიის საწყისი დაყენებისთვის. როგორც Shopify-ის პარტნიორს, შენ შეგიძლია შექმნა ახალი მაღაზია კლიენტის სახელით და შემდეგ გადასცე მას ამ მაღაზიის მფლობელობა.
როგორ გამოიმუშაო ფული Shopify-ს მაღაზიების შექმნით
მაღაზიის შესაქმნელად შეგიძლია კლიენტებს დაუწესო ის საფასური, რომელზეც ორივე შეთანხმდებით.
გარდა ამისა, როდესაც ქმნი კლიენტისთვის გადასაცემ მაღაზიას და შემდეგ გადასცემ მას კლიენტს, გამოიმუშავებ კლიენტის ყოველთვიური საბაზისო გამოწერის ან პლატფორმის საკომისიოს პროცენტს, რასაც ემატება მათი დასაშვები ონლაინ მთლიანი სასაქონლო ღირებულების (GMV) პროცენტი. ეს გადახდა არის შენი კლიენტისთვის გადასაცემი მაღაზიის რეფერალური საკომისიო. იმის შესახებ, თუ როგორ გამოითვლება ეს საკომისიო და მოქმედი პირობების შესახებ ინფორმაციისთვის იხილე როგორ გამოიმუშავებენ ფულს პარტნიორები Shopify-ზე.
მომსახურების ბიზნესის შექმნა
ბევრი პარტნიორი ინარჩუნებს გრძელვადიან ბიზნეს ურთიერთობებს კლიენტებთან, მაღაზიის გადაცემის შემდეგაც კი. კლიენტებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ თავიანთ ძირითად ბიზნესზე ტექნიკური ამოცანების პარტნიორებისთვის დელეგირებით. კლიენტისთვის მაღაზიის შექმნა ხშირად უწყვეტი თანამშრომლობის დასაწყისია.