GLB ფაილების შექმნა Blender-ისა და Substance Painter-ის გამოყენებით

2.8 ვერსიიდან მოყოლებული, Blender-ს შეუძლია GLB ფაილების ექსპორტირება, რომელთა დამატებაც შესაძლებელია პროდუქტზე Shopify-ს ადმინში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე Blender-ის სახელმძღვანელო.

Blender-ის ძველი ვერსიებისთვის, GLB ფაილის ექსპორტისთვის შეგიძლია Blender-ისა და Substance Painter-ის კომბინაცია გამოიყენო.

მოდელის ექსპორტისთვის მომზადება Blender-ში

ექსპორტისთვის მოდელის მოსამზადებლად უნდა დარწმუნდე, რომ ის წარმოადგენს ერთიან მეშს და მასზე მინიჭებულია მხოლოდ ერთი ტექსტურა.

ნაბიჯები:

  1. დააწკაპუნე File > Import-ს და შემდეგ აირჩიე შენი მოდელის შესაბამისი ფაილის ფორმატი.
  2. აირჩიე შენი მოდელის ფაილი და შემდეგ დააწკაპუნე Import-ს.
  3. SHIFT ღილაკზე დაჭერით, მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნე სცენაზე არსებულ თითოეულ ობიექტს, ხოლო მათ ერთ მეშად გასაერთიანებლად დააჭირე Ctrl + J კლავიშებს.
  4. გაშალე მოდელი 0-1 UV-სივრცეში. დარწმუნდი, რომ UV-ები ერთმანეთს არ ფარავს:
    UV/Image Editor-ში დარწმუნდი, რომ ყველა UV განლაგებულია ბადეზე.
  5. Properties რედაქტორში დააწკაპუნე მასალების ხატულას.
  6. დააწკაპუნე + ღილაკს, ახალი მასალის სლოტის დასამატებლად:
    ღილაკი „Add a material slot“ მდებარეობს „Material“ პანელის ზედა ნაწილში.
  7. დააწკაპუნე New-ს.

მეშის ექსპორტი Blender-იდან

  1. დააწკაპუნე File > Export > FBX (.fbx)-ს.
  2. მიუთითე მისამართი, სადაც გსურს ფაილის ექსპორტი.
  3. დარწმუნდი, რომ იყენებ ექსპორტის შემდეგ პარამეტრებს:
    Version: FBX 7.4 binary. Scale: 1.0. Apply Scalings: All Local. Forward: -Z Forward. Up: Y Up. Path Mode: Auto. Batch Mode: Off.
  4. დააწკაპუნე Export FBX-ს.

FBX ფაილის იმპორტი და მომზადება Substance Painter-ში

  1. შექმენი ახალი Substance Painter-ის პროექტი File > New-ზე დაწკაპუნებით.
  2. New project ფანჯარაში დააწკაპუნე Select-ს მეშის ასარჩევად.
  3. აირჩიე FBX ფაილი, რომლის ექსპორტიც გააკეთე Blender-იდან და შემდეგ დააწკაპუნე Open-ს.
  4. New project ფანჯარაში დააწკაპუნე OK-ს.
  5. მეშის ექსპორტის სისწორეში დასარწმუნებლად შეამოწმე, არის თუ არა მხოლოდ ერთი ტექსტურის ნაკრები Texture set list პანელში.
  6. გადადი Texture set settings პანელში და დააწკაპუნე + ღილაკს, არხების დასამატებლად:
    + ღილაკი არის Channels სათაურის გვერდით. ღილაკი ხსნის ჩამოსაშლელ მენიუს, რომელიც აჩვენებს დამატებით ხელმისაწვდომ არხებს.
    • სავალდებულოა: Ambient occlusion.
    • არასავალდებულოა: Emissive. დაამატე ეს არხი, თუ შენს მოდელს აქვს კომპონენტები, რომლებიც სინათლეს ასხივებს.
    • არასავალდებულოა: Opacity. დაამატე ეს არხი, თუ შენს მოდელს გამჭვირვალე კომპონენტები აქვს.
  7. Texture set settings პანელში დააწკაპუნე Bake Mesh Maps-ს.
  8. დაიტანე ტექსტურები მოდელზე.

მრავალი ტექსტურის ნაკრები

FBX ფაილის Substance Painter-ში იმპორტისას, უნდა იყოს მხოლოდ ერთი ტექსტურის ნაკრები:

ტექსტურის ნაკრებები ჩამოთვლილია Texture set list პანელში.

თუ ერთზე მეტი ტექსტურის ნაკრები გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ Blender-იდან მეშის ექსპორტირებისას ერთ-ერთი შემდეგი შეცდომა დაუშვი:

  • მეში არ იყო გაერთიანებული ერთ ობიექტად.
  • მეშს მინიჭებული ჰქონდა ერთზე მეტი ტექსტურა.

ასეთ შემთხვევაში, ხელახლა გააკეთე შენი მოდელის ექსპორტი Blender-იდან და დარწმუნდი, რომ მეში ერთიანი ობიექტია და მხოლოდ ერთი ტექსტურა აქვს მინიჭებული.

glTF ფაილის ექსპორტი Substance Painter-იდან

  1. დააწკაპუნე File > Export Textures-ს.

  2. Config ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე glTF PBR Metal Roughness.

  3. აირჩიე მდებარეობა, სადაც გსურს შენი ტექსტურების შენახვა.

  4. აირჩიე დოკუმენტის ზომა ტექსტურის ფაილების სიდიდის განსასაზღვრად.

  5. დააწკაპუნე Export-ს.

ტექსტურის ფაილების შეკუმშვა

მოდელის ექსპორტის შემდეგ უნდა გქონდეს შემდეგი ფაილები:

  • modelName.bin
  • modelName.glb
  • modelName.gltf
  • modelNamebaseColor.png
  • modelNamenormal.png
  • modelName_occlusionRoughnessMetallic.png

glTF PBR Metal Roughness კონფიგურაციის გამოყენებისას, Substance Painter ახდენს ტექსტურის ფაილების ექსპორტს მხოლოდ PNG ფორმატში. სასურველია ტექსტურის ფაილების შეკუმშვა და ნებისმიერი ისეთი ტექსტურის JPG-ში გადაყვანა, რომელსაც არ სჭირდება ალფა (alpha) არხი. ეს შეამცირებს ფაილის მთლიან ზომას, ხოლო მცირე ზომის ფაილები უფრო სწრაფი ჩამოტვირთვისა და შეუფერხებელი ურთიერთქმედებების საშუალებას იძლევა.

უმჯობესია შენი ფაილის ზომა 4 მბ ან ნაკლები იყოს.

შექმენი GLB ფაილი

  1. ეწვიე https://glb-packer-old.glitch.me/.
  2. გადაათრიე და ჩააგდე Substance Painter-დან ექსპორტირებული ფაილები GLB Packer-ის ვებგვერდზე.

შენს კომპიუტერში ჩამოიტვირთება ფაილი სახელით out.glb. ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ, შეგიძლია ფაილს სახელი გადაარქვა და შემდეგ Shopify-ში ატვირთო.