GLB ფაილების შექმნა Maya-სა და Substance Painter-ის გამოყენებით
შეგიძლია გამოიყენო Maya და Substance Painter GLB ფაილის ექსპორტისთვის, რომლის დამატებაც შესაძლებელია პროდუქტზე Shopify-ს ადმინში. 3D მოდელები მომხმარებლებს ეხმარება პროდუქტების ვიზუალიზაციაში, რამაც შეიძლება გაზარდოს ნდობა და შეამციროს დაბრუნებები.
ამ გვერდზე
მოამზადე შენი მოდელი ექსპორტისთვის Maya-ში
მოდელის ექსპორტისთვის მოსამზადებლად, უნდა დარწმუნდე, რომ ის არის ერთიანი მეში და მასზე მინიჭებულია მხოლოდ ერთი მასალა.
ნაბიჯები:
- გააკეთე შენი მოდელის იმპორტი Maya-ში: გადადი File-ში > Import..., აირჩიე შენი 3D ფაილი და შემდეგ დააწკაპუნე Import-ს.
- შენი მეშის ერთ ობიექტად გასაერთიანებლად, დააწკაპუნე Mesh > Combine-ს.
- გაშალე მოდელი 0-1 UV სივრცეში. დარწმუნდი, რომ UV-ები ერთმანეთს არ ფარავს:

- მიანიჭე მოდელს Phong-ის მასალა:
- როდესაც მაუსის კურსორი მოდელზეა, დააწკაპუნე მარჯვენა ღილაკს, გეჭიროს და შემდეგ აირჩიე Assign New Material...
- დიალოგური ფანჯრიდან აირჩიე Phong.
გააკეთე მეშის ექსპორტი Maya-დან
- აირჩიე მთლიანი მეში და შემდეგ დააწკაპუნე File > Export Selection...-ს.
- შეიყვანე ფაილის სახელი და ლოკაცია, სადაც ფაილი უნდა შეინახოს.
- Files of type ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე OBJexport.
- დააწკაპუნე Export Selection-ს.
გააკეთე OBJ ფაილის იმპორტი და მოამზადე ის Substance Painter-ში
- შექმენი ახალი Substance Painter-ის პროექტი File > New-ზე დაწკაპუნებით.
- დიალოგურ ფანჯარაში New project, მეშის ასარჩევად დააწკაპუნე Select-ს.
- აირჩიე OBJ ფაილი, რომლის ექსპორტიც გააკეთე Maya-დან და შემდეგ დააწკაპუნე Open-ს.
- ფანჯარაში New project, დააწკაპუნე OK-ს.
- გადაამოწმე, რომ მეშის ექსპორტი სწორად გააკეთე, ამისათვის შეამოწმე, რომ არის მხოლოდ ერთი ტექსტურის სეტი Texture set list პანელში.
- თუ ნაჩვენებია ერთზე მეტი ტექსტურის ნაკრები, იხილე მრავალი ტექსტურის ნაკრები.
- პანელში - ტექსტურის ნაკრების პარამეტრები , დააწკაპუნე
+ღილაკზე, არხების დასამატებლად:
- სავალდებულო: Ambient occlusion.
- არასავალდებულო: Emissive. დაამატე ეს არხი, თუ შენს მოდელს აქვს კომპონენტები, რომლებიც სინათლეს გამოყოფს.
- არასავალდებულო: Opacity. დაამატე ეს არხი, თუ შენს მოდელს აქვს კომპონენტები, რომლებიც გამჭვირვალე იქნება.
- Texture set settings პანელში დააწკაპუნე Bake Mesh Maps.
- დახატე ტექსტურები მოდელზე.
მრავალი ტექსტურის ნაკრები
როდესაც შემოიტან OBJ ფაილს Substance Painter-ში, უნდა იყოს მხოლოდ ერთი ტექსტურის ნაკრები:

თუ ნაჩვენებია ერთზე მეტი ტექსტურის ნაკრები, ე. ი. მოდელის (mesh) Maya-დან ექსპორტის დროს დაშვებულია ერთ-ერთი შემდეგი შეცდომა:
- მოდელი (mesh) არ იყო გაერთიანებული ერთ ობიექტად.
- მოდელს (mesh) მინიჭებული ჰქონდა ერთზე მეტი ტექსტურა.
თუ ასეა, თავიდან გააკეთე შენი მოდელის ექსპორტი Maya-დან და დარწმუნდი, რომ იგი წარმოადგენს ერთიან ობიექტს და მინიჭებული აქვს მხოლოდ ერთი ტექსტურა.
glTF ფაილის ექსპორტი Substance Painter-იდან
დააწკაპუნე File > Export Textures.
Config ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე glTF PBR Metal Roughness.
აირჩიე ლოკაცია, სადაც გსურს ტექსტურების შენახვა.
აირჩიე დოკუმენტის ზომა, ტექსტურის ფაილების სიდიდის განსასაზღვრად.
დააწკაპუნე Export.
ტექსტურის ფაილების შეკუმშვა
როდესაც მოახდენ მოდელის ექსპორტს, უნდა მიიღო შემდეგი ფაილები:
- modelName.bin
- modelName.glb
- modelName.gltf
- modelNamebaseColor.png
- modelNamenormal.png
- modelName_occlusionRoughnessMetallic.png
glTF PBR Metal Roughness კონფიგურაციის გამოყენებისას, Substance Painter ტექსტურის ფაილების ექსპორტს მხოლოდ PNG ფორმატში ახდენს. რეკომენდებულია ტექსტურის ფაილების შეკუმშვა და იმ ტექსტურების JPG ფორმატში გადაყვანა, რომლებსაც არ სჭირდებათ alpha არხი. ეს ამცირებს ფაილის საერთო ზომას, რაც განაპირობებს ჩამოტვირთვის მეტ სისწრაფესა და მარტივ ინტერაქციას.
უმჯობესია შენი ფაილის ზომა იყოს 4 მბ ან ნაკლები.
GLB ფაილის შექმნა
- ეწვიე ბმულს: https://glb-packer-old.glitch.me/.
- Substance Painter-იდან ექსპორტირებული ფაილები გადაათრიე და ჩააგდე GLB Packer-ის ვებგვერდზე.
შენს კომპიუტერში ჩამოიტვირთება ფაილი სახელწოდებით out.glb. ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ, შეგიძლია გადაარქვა სახელი ფაილს და შემდეგ ატვირთო Shopify-ში.