Shopify POS-ის შესახებ

Shopify მხოლოდ ელ. კომერციისთვის არ არის — Shopify POS-ის მეშვეობით შეგიძლია შესთავაზო კლიენტებს საცალო ვაჭრობის სრულყოფილი გამოცდილება. Shopify POS მოსახერხებელი POS სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოვაჭრეებს, განახორციელონ გაყიდვები მაღაზიაში. შეგიძლია მისი დამოუკიდებლად გამოყენება, ან ონლაინ Shopify-ს მაღაზიასთან სინქრონიზება, რათა თვალი ადევნო შენი კლიენტის ყველა ონლაინ, მობილურ და მაღაზიის შეკვეთას ერთ სივრცეში.

გაეცანი ვიდეოებისა და სტატიების ამ კრებულს, რომელიც დაგეხმარება შენს კლიენტებს Shopify POS-ის თავიანთ მაღაზიებში დანერგვაში.

აპარატურა

Shopify POS ინტეგრირდება სალაროს უჯრასთან, iPad-ის სადგამთან, შტრიხკოდის სკანერთან, ქვითრის პრინტერთან და საკრედიტო ბარათის წამკითხველთან.

თუ გსურს მოგების მიზნით გადაყიდო Shopify POS-ის აპარატურა, შეგიძლია გამოიყენო აპარატურის საცნობარო ნომრები, რათა შეიძინო აპარატურა ისეთი დისტრიბუტორისგან, როგორიცაა BlueStar, რომელსაც შეუძლია მოგაწოდოს პროდუქტი დროფშიფინგის მეთოდით.

თუ არ გსურს Shopify POS-ის აპარატურის გადაყიდვა, მისი შეძენა შესაძლებელია Shopify-ს აპარატურის მაღაზიაში ცალ-ცალკე ან სრულ ნაკრებად.

აუწყვე Shopify POS შენს მოვაჭრეს

თუ გსურს, რომ შენი მოვაჭრისთვის ააწყო მაღაზია, ამისათვის შეგიძლია შექმნა კლიენტისთვის გადასაცემი მაღაზია.

შენიშვნა დიზაინერებისთვის

როდესაც მოვაჭრისთვის აწყობ ონლაინ მაღაზიას, შენ ასევე აწყობ მის Shopify POS სისტემას. მოვაჭრეს უბრალოდ სჭირდება ჩამოტვირთოს Shopify POS და გამოიყენოს თავისი Shopify-ს ავტორიზაციის მონაცემები სისტემაში შესასვლელად და გასაცნობად. Shopify POS ავტომატურად სინქრონიზდება მოვაჭრის ონლაინ მაღაზიასთან.

შეგიძლია დაეხმარო მოვაჭრეებს Shopify POS-ის გამოყენების სწავლაში დახმარების ცენტრის გაყიდვის წერტილის სექციის გაზიარებით. მეტი რესურსი ხელმისაწვდომია შენი პარტნიორის სამუშაო დაფის Shopify POS გვერდზე.

Shopify-ს ადმინი

Shopify-ს ადმინი არის ადგილი, სადაც მოვაჭრეები თავიანთ Shopify POS-ის სისტემას მართავენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ბრაუზერიდან შევიდნენ Shopify-ს ადმინში, რათა თვალი ადევნონ მომხმარებელთა ინფორმაციას, Shopify ანგარიშს და პროდუქტის მარაგს.

დაყენება

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი ამოცანა, რომლებიც უნდა გადაიხედოს Shopify POS-ის გამოყენებამდე:

Shopify POS-ის დაყენება

Shopify POS მართავს მომხმარებელთან დაკავშირებულ ყველა აქტივობასა და მაღაზიის შიდა პარამეტრებს. შეგიძლია მოვაჭრეს მიაწოდო Shopify POS-ის დოკუმენტაციის ბმული, რათა აპის გამოყენების შესახებ მეტი შეიტყოს.

მოვაჭრის რეკომენდირება

თუ გყავს კლიენტი, რომელიც დაინტერესებულია Shopify POS-ით, მაშინ გაგზავნე ლიდი შენს პარტნიორის სამუშაო დაფაზე არსებული Shopify-ს Shopify POS-ის ლიდის ფორმის მეშვეობით. შეიტყვე მეტი, თუ როგორ შეუძლიათ პარტნიორებს ფულის გამომუშავება მოვაჭრეებისთვის Shopify-ს რეკომენდირებით.

მიმდინარე მხარდაჭერა

თუ მოვაჭრეებისთვის მაღაზიების შექმნასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაქვს, დაუკავშირდი Shopify-ს მხარდაჭერას. შესვლისას, შეგიძლია აირჩიო შენი პარტნიორი ორგანიზაციის სახელი შენს პარტნიორის ანგარიშთან დაკავშირებული კითხვებისთვის, ან სადეველოპერო მაღაზია — მაღაზიებთან დაკავშირებული კითხვებისთვის.