დაცული მონაცემები Shopify Flow-ში
პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია (PII) არის ინფორმაცია, რომელსაც მარტოს ან სხვასთან ერთად, შეუძლია პიროვნების იდენტიფიცირება. თუ Shopify Flow-ში იყენებ ტრიგერებს და მოქმედებებს, რომლებიც შექმნილია კონექტორის აპის მიერ, მაშინ ამ აპს ექნება წვდომა შენი მაღაზიის, მომხმარებლების, შეკვეთების ან ბიზნესის სხვა მონაცემებზე იმ ცვლადების მიხედვით, რომლებსაც აირჩევ.
ამ გვერდზე
PII-ის ტიპები Shopify Flow-ში
შემდეგი PII ხელმისაწვდომია Shopify Flow-ში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ტრიგერებსა და მოქმედებებს იყენებ:
- მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს საკონტაქტო ინფორმაციას, როგორიცაა: სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და მისამართი. აპებს, რომლებიც მუშაობენ შეკვეთებზე, შეკვეთის შესრულებასა ან მიწოდებაზე, ასევე ესაჭიროებათ წვდომა ლოკაციის მონაცემებზე (როგორიცაა IP მისამართი და გეოლოკაცია) და user agent ინფორმაციაზე (როგორიცაა ბრაუზერი და ოპერაციული სისტემა).
- Shopify-ს მაღაზიის მფლობელის პირადი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მაღაზიის მფლობელის ყველა საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის: სახელს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და ყველა ლოკაციის მისამართს.
- პერსონალის პირადი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს პერსონალის ყველა საკონტაქტო მონაცემს, მათ შორის: სახელს, ელფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს.
PII-ის იდენტიფიცირება Shopify Flow-ში
პირობის ან მოქმედების შექმნისას, ცვლადები, რომლებიც შეიცავს PII-ს, მონიშნულია
ხატულით ცვლადის სახელის გვერდით. დააკლიკე ხატულას, რომ გაიგო მეტი Shopify Flow-ში დაცულ მონაცემებთან მუშაობის შესახებ.
როგორ ვმართოთ PII Shopify Flow-ში
აქ არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც უნდა გაითვალისწინო PII-ის შემცველი სამუშაო პროცესების შექმნისას:
- სენსიტიური მონაცემების დამუშავებისას ყოველთვის მიჰყევი საუკეთესო პრაქტიკას და დარწმუნდი, რომ იცავ ყველა მოქმედ რეგულაციას თუ პოლიტიკას.
- სხვა აპებისა და სერვისების მოქმედებების გამოყენებისას, შეიყვანე მხოლოდ მკაცრად აუცილებელი ცვლადები.
- ელფოსტისა და შეტყობინებების გაგზავნისას (როგორც შიდა, ისე მომხმარებლებისთვის), დარწმუნდი, რომ მონაცემები, რომლებსაც გზავნი, შესაბამისია მიმღებისთვის.