გამოწერის კონტრაქტის მონაცემების მიღება
სამუშაო პროცესებში, რომლებიც იყენებს გამოწერის კონტრაქტის მონაცემებს, შენი მაღაზიიდან გამოწერის კონტრაქტის ინფორმაციის დასაბრუნებლად შეგიძლია გამოიყენო Get subscription contract data მოქმედება.
კონფიგურაცია
ველები
მოქმედება Get subscription contract data შეიცავს შემდეგ ველებს, რომლებიც მოთხოვნის შესაქმნელად გამოიყენება:
| ველი | აღწერა |
|---|---|
| მონაცემების დახარისხება | სავალდებულოა. პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ხარისხდება საძიებო მოთხოვნის მიერ დაბრუნებული მონაცემები. |
| შედეგების მაქსიმალური რაოდენობა | სავალდებულოა. შედეგების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის დაბრუნებაც შეუძლია შენ მიერ არჩეულ საძიებო მოთხოვნას. ერთ ჯერზე 100-მდე შედეგის დაბრუნება შეგიძლია. |
| მოთხოვნა | სავალდებულოა. აირჩიე გავრცელებული მოთხოვნებიდან ან მონიშნე Advanced, საკუთარი მოთხოვნის შესაქმნელად. |
მოთხოვნის სტრიქონი
ეს არის ACTIVE სტატუსის მქონე გამოწერის კონტრაქტების მისაღები მოთხოვნის მაგალითი:
status: ACTIVEცვლადი status არის ფილტრი, რომელიც ხელმისაწვდომია გამოწერის კონტრაქტების მოთხოვნაზე და მისი გამოყენება რამდენჯერმეა შესაძლებელი.
მონაცემების გამოთხოვისას სასარგებლოა იცოდე:
- ხელმისაწვდომი ფილტრების სია
- მოთხოვნები კონკრეტულ სინტაქსს უნდა მიჰყვებოდეს
- მოთხოვნის ველის მნიშვნელობები ყოველთვის დოკუმენტირებული არ არის. ზოგ შემთხვევაში მნიშვნელობების ნახვა API-ის დოკუმენტაციაში შეგიძლია. გარდა ამისა, ველის მნიშვნელობებს ფილტრაციისას ადმინ პანელის URL-ებში ხშირად იპოვი. მაგალითად, შეკვეთის მოთხოვნის მნიშვნელობების საპოვნელად, გაფილტრე გვერდი ოვდერს ადმინ პანელში და შემდეგ შეამოწმე URL.
- შენს მაღაზიაში მოთხოვნის გაშვება ან ტესტირება Shopify GraphiQL აპით შეგიძლია.
- გაითვალისწინე, რა ხდება მოთხოვნის შეფერხებისას. ხშირად API ყველა შედეგს აბრუნებს (ნულის ნაცვლად).
დაბრუნებული მონაცემები
Get data ტიპის ყველა მოქმედება აბრუნებს სიას, რომელიც შეიცავს 0-დან 100-მდე რესურსს. შენი შემთხვევის მიხედვით, შესაძლოა ამ მონაცემების სხვადასხვანაირად გამოყენება დაგჭირდეს:
- თუ სიის თითოეული ელემენტის ინდივიდუალურად მართვა გჭირდება, მაგალითად, თითოეულისთვის თეგის დასამატებლად, შეგიძლია For each მოქმედება გამოიყენო.
- თუ მონაცემების შეჯამება გჭირდება, მაგალითად იმის დასათვლელად, თუ რამდენი შედეგი დაბრუნდა, შეგიძლია Count ან Sum მოქმედებები გამოიყენო.
- თუ სიის გამოტანა გჭირდება, მაგალითად, ელფოსტის გაგზავნა ყველა ელემენტით, შეგიძლია დაბრუნებული მონაცემები უშუალოდ მომდევნო მოქმედებებში გამოიყენო.
ამ მოქმედების მომდევნო ნაბიჯებში დაბრუნებულ მონაცემებზე წვდომისთვის გამოიყენე ცვლადი, სახელად Get subscription contact data, რომელიც გამოწერის კონტრაქტების სიას წარმოადგენს. ამ ცვლადის გამოყენება პირობებსა და მოქმედებებში შეგიძლია. მაგალითად, შეკვეთების სიის გაგზავნა Send internal email მოქმედებაში ასე შეგიძლია:
{% for single_contract in GetSubscriptionContractData %}
* {{ single_contract.name }}
{% endfor %}ტრიგერები
ამ მოქმედების გამოყენება ნებისმიერ სამუშაო პროცესში შეგიძლია, მათ შორის Scheduled time ტრიგერში. სამუშაო პროცესში, რომელიც იყენებს ტრიგერს Scheduled time, სამუშაო პროცესი იწყება შენ მიერ მითითებულ დროს და არა მოვლენის შედეგად. რადგან შენს მაღაზიაში ან აპში არ არსებობს კონკრეტული მოვლენა, რომელიც სამუშაო პროცესს იწყებს, მასში მონაცემები ავტომატურად არ შედის.