სატესტო შეკვეთის დამუშავება

შენ შეგიძლია სატესტო შეკვეთის დამუშავება Shopify-ში, რათა დარწმუნდე, რომ შეკვეთის გაფორმების პროცესი და პარამეტრები გამართულად მუშაობს. შეკვეთების ტესტირების 2 ძირითადი გზა არსებობს:

  • სატესტო რეჟიმში გადახდის კარიბჭის გამოყენება, როგორიცაა სატესტო გადახდის კარიბჭე ან Shopify Payments-ის სატესტო რეჟიმი, რომელიც ახდენს ტრანზაქციების სიმულაციას რეალური ჩამოჭრების გარეშე.
  • რეალური შეკვეთის განთავსება შენი რეალური გადახდის ინფორმაციით, რომელსაც დაუყოვნებლივ გააუქმებ და თანხას დაიბრუნებ.

შეკვეთების ტესტირება დაგეხმარება დარწმუნდე, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა გადახდის დამუშავება, მარაგის თვალის დევნება, მიწოდების კალკულაცია და ელფოსტის შეტყობინებები სწორადაა კონფიგურირებული მომხმარებლებისგან რეალური შეკვეთების მიღებამდე.

ტესტირების დაწყებამდე, დარწმუნდი, რომ გათიშე ნებისმიერი აქტიური გადახდის პროვაიდერი და გაააქტიურე სატესტო რეჟიმი იმ გადახდის კარიბჭისთვის, რომლის გამოყენებაც გსურს. სატესტო რეჟიმის დაყენების შემდეგ, შეგიძლია განათავსო შეკვეთები სატესტო საკრედიტო ბარათის ნომრების გამოყენებით, ტრანზაქციის სხვადასხვა სცენარის სიმულირებისთვის.

გასათვალისწინებელი დეტალები სატესტო შეკვეთის განთავსებამდე

სატესტო შეკვეთის განთავსებამდე, გაეცანი შემდეგ გასათვალისწინებელ დეტალებს.

გადახდის კარიბჭეები და ტრანზაქციის ტესტირება

  • მომხმარებლები ვერ განათავსებენ რეალურ შეკვეთებს იმ პერიოდში, როდესაც შენი გადახდის პროვაიდერები სატესტო რეჟიმშია. თუ სატესტო შეკვეთას ათავსებ გადახდის კარიბჭით სატესტო რეჟიმში, დარწმუნდი, რომ ტესტირების დასრულებისთანავე გათიშავ სატესტო რეჟიმს, რათა შენმა მომხმარებლებმა შეძლონ შეკვეთების განთავსება.
  • ხელით გადახდის მეთოდებს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას ან საბანკო გადარიცხვები, არ აქვს სატესტო რეჟიმის ან სიმულირებული ტრანზაქციების მხარდაჭერა. ხელით გადახდის მეთოდით ტრანზაქციების გასატესტად, შენ უნდა განათავსო რეალური შეკვეთა, როგორც ტესტი.
  • თუ იყენებ სადეველოპერო მაღაზიას, შენ ვერ გატესტავ რეალური ტრანზაქციების გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანი სადეველოპერო მაღაზიის შეზღუდვებს.

სატესტო შეკვეთის დეტალები და B2B დაყენება

  • სატესტო შეკვეთების განსათავსებლად გამოიყენე ელფოსტის მისამართი, რომელიც მთავრდება @example.com-ით. ამ დომენს ამოიცნობს Shopify-ს სისტემები, უსაფრთხოა სატესტო შეკვეთებისთვის, არ გაააქტიურებს სპამის გამოვლენას და თავიდან აგარიდებს შემომავალი საფოსტო ყუთის ავსებას. თუ ტესტირების ფარგლებში სატესტო შეკვეთების გაგზავნა შენს ელფოსტის მისამართზე გჭირდება, დარწმუნდი, რომ ერთდროულად 100 სატესტო შეკვეთაზე ნაკლებს გაგზავნი, რათა თავიდან აიცილო მიწოდების პრობლემები შენს შემომავალში. თუ ათავსებ B2B სატესტო შეკვეთებს, მაშინ უნდა გამოიყენო მოქმედი ელფოსტის მისამართი, რათა შეხვიდე შენს სატესტო კლიენტის ანგარიშზე ელფოსტაზე მიღებული ერთჯერადი ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.
  • B2B სატესტო შეკვეთების განსათავსებლად, სატესტო შეკვეთის განთავსებამდე უნდა გაააქტიურო კლიენტის ანგარიშები და შექმნა სატესტო კომპანია მინიმუმ ერთი კომპანიის ლოკაციით. სატესტო კომპანიაში შექმენი მომხმარებლის პროფილი, რომელსაც გამოიყენებ B2B მომხმარებლის სტატუსით შესასვლელად.

საკომისიოები, გადასახადები და გადახდის დადასტურება

  • შესაძლოა დაგეკისროს საკომისიოები შენ მიერ გამოყენებული გადახდის პროვაიდერისგან. გადახდის პროვაიდერის ზოგიერთი საკომისიო და საკრედიტო ბარათის მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიოები არ ბრუნდება თანხის დაბრუნებისას.
  • თუ შენი გადახდის პროვაიდერი გაჭრის დამუშავების საკომისიოს მხოლოდ შეკვეთების დადასტურებისას, მაშინ განიხილე გადახდის ხელით დადასტურების გააქტიურება სატესტო შეკვეთის განთავსებამდე, და შემდეგ არ დაადასტურო გადახდა შენს შეკვეთაზე, რათა თავიდან აიცილო დამუშავების საკომისიოები. გადახდის დადასტურების ავტორიზაციის გასაუქმებლად და თანხის გასათავისუფლებლად, შენ უნდა გააუქმო შეკვეთა შენს Shopify-ს ადმინში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაელოდო გადახდის ავტორიზაციის ვადის ბუნებრივ გასვლას, რასაც შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, შენი გადახდის პროვაიდერის მიხედვით.
  • თუ შეკვეთის გაფორმებისას ბაჟისა და იმპორტის გადასახადების შეგროვება გააქტიურებული გაქვს, მაშინ ბაჟისა და იმპორტის გადასახადების ტრანზაქციის საკომისიოები გავრცელდება ყველა შეკვეთის გაფორმებაზე, სატესტო შეკვეთების ჩათვლით (პარტნიორის ანგარიშებზეც კი). თუ გსურს ტესტირების დროს ამ საკომისიოების თავიდან აცილება, განიხილე ამ ფუნქციის დროებით გათიშვა.

შეკვეთის შესრულების, მიწოდებისა და შეკვეთების ჩანაწერები

  • თუ იყენებ შეკვეთის შესრულების სერვისს ან აპს, რომელიც ავტომატურად ასრულებს შეკვეთებს, მაშინ გათიშე ის სატესტო შეკვეთების შექმნამდე. თუ გსურს შეკვეთის შესრულების გატესტვა, სერვისის ხელახლა გააქტიურებამდე გააუქმე შეკვეთის შესრულება ან შეკვეთა.
  • გადაზიდვის ზოგიერთი იარლიყი შეიძლება გაუქმდეს და კრედიტის სახით დაუბრუნდეს შენს მომავალ ანგარიშს, სანამ მიწოდების პარტნიორი არ დაასკანერებს იარლიყს. დამატებითი დეტალებისთვის, მათ შორის, რომელი გადაზიდვის იარლიყები ექვემდებარება კრედიტს და როდის შეიძლება იარლიყების გაუქმება, იხილე გადაზიდვის იარლიყების გაუქმება.
  • სატესტო შეკვეთები და სიმულირებული ტრანზაქციები არ გამოჩნდება შენს შემოსავლებში ან რეპორტებში.
  • ყველა სატესტო შეკვეთის წაშლა შეუძლებელია. მაგალითად, Shopify Payments-ის გარდა სხვა გადახდის კარიბჭეების მეშვეობით განთავსებული შეკვეთები არ განიხილება სატესტო შეკვეთებად, მაშინაც კი, როდესაც მესამე მხარის კარიბჭე სატესტო რეჟიმში იყო, და მათი წაშლა შეუძლებელია. სატესტო გადახდის კარიბჭით ან Shopify Payments-ით სატესტო რეჟიმში გადახდილი სატესტო შეკვეთების წაშლა შესაძლებელია. შეიტყვე მეტი შეკვეთების გაუქმების, დაარქივებისა და წაშლის შესახებ.

სატესტო შეკვეთის განთავსება სატესტო რეჟიმში მყოფი კარიბჭით

სატესტო შეკვეთის დამუშავება შეგიძლია Shopify-ს სატესტო გადახდის კარიბჭის, Shopify Payments-ის სატესტო რეჟიმის ან მესამე მხარის გადახდის პროვაიდერის სატესტო რეჟიმში გამოყენებით. ეს ვარიანტები საშუალებას გაძლევს, მოახდინო ტრანზაქციების სიმულაცია Shopify Checkout-ის გამოყენებით, შენი გადახდის პროვაიდერებისგან ჩამოჭრების გარეშე. სატესტო რეჟიმში კარიბჭის გამოყენებისას, შენი რეალური საკრედიტო ბარათის ინფორმაციის ნაცვლად, სატესტო გადახდის დეტალები უნდა გამოიყენო. შეიტყვე მეტი სატესტო რეჟიმში გადახდის კარიბჭის გააქტიურების შესახებ.

ნაბიჯები:

  1. დარწმუნდი, რომ დაყენებული გაქვს იმ გადახდის პროვაიდერის სატესტო რეჟიმი, რომლის გატესტვაც გსურს.
  2. შექმენი კალათა შენი მაღაზიიდან ისე, როგორც ამას მომხმარებელი გააკეთებდა, და შემდეგ გადადი შეკვეთის გაფორმებაზე.
  3. დაასრულე შეკვეთის გაფორმება შენი კარიბჭის სატესტო გადახდის დეტალების გამოყენებით. თუ რამდენიმე აქტიური გადახდის მეთოდი გაქვს, აირჩიე გადახდის პროცესორი, რომელიც სატესტო რეჟიმშია, და გამოიყენე ამ პროცესორის სატესტო გადახდის დეტალები შენი გადახდის ინფორმაციის სახით.
  4. გადახედე შეკვეთას შენს Shopify-ს ადმინში, რათა დარწმუნდე, რომ ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც გათვალისწინებულია.
  5. ტესტირების დასრულების შემდეგ, გამორთე სატესტო რეჟიმი.

განათავსე სატესტო შეკვეთა რეალური ტრანზაქციით

შეგიძლია განათავსო სატესტო შეკვეთა რეალური გადახდის პროვაიდერის გამოყენებით, და შემდეგ დაუყოვნებლივ გააუქმო და დააბრუნო შეკვეთის თანხა. შესაძლოა დაგეკისროს გამოყენებული გადახდის პროვაიდერის საკომისიოები. თანხის დაბრუნებისას, გადახდის პროვაიდერის ზოგიერთი საკომისიო და საკრედიტო ბარათის მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიოები უკან არ ბრუნდება.

ნაბიჯები:

  1. დარწმუნდი, რომ დაყენებული გაქვს ის გადახდის პროვაიდერი, რომლის ტესტირებაც გსურს.
  2. განახორციელე შესყიდვა შენი მაღაზიიდან, როგორც ამას მომხმარებელი გააკეთებდა და შემდეგ დაასრულე შეკვეთის გაფორმება რეალური საკრედიტო ბარათის დეტალების გამოყენებით.
  3. თუ იყენებ მესამე მხარის გადახდის პროვაიდერს, შედი შენი გადახდის პროვაიდერის ანგარიშში და დარწმუნდი, რომ თანხა დამუშავდა.
  4. გააუქმე და დააბრუნე შეკვეთის თანხა რაც შეიძლება მალე, რათა დაიბრუნო შენი ფული. ნებისმიერი დარიცხული მესამე მხარის ტრანზაქციის საკომისიო უკან არ ბრუნდება.

რა უნდა შეამოწმო სატესტო შეკვეთაში

შეკვეთის პროცესის ტესტირებისას, შეამოწმე რაც შეიძლება მეტი სცენარი, რათა დარწმუნდე, რომ შენი მიწოდების პარამეტრები, შეტყობინებები და შეკვეთის შესრულების პროცესები ისე მუშაობს, როგორც გათვალისწინებულია.

შეკვეთების ტესტირებისას, ყურადღება მიაქციე, როგორ ჩანს სხვადასხვა გავრცელებული შეკვეთის სცენარი შეკვეთის შექმნისას და სატესტო შეკვეთის განთავსების შემდეგ. ამგვარად, შეგიძლია სრულად შეიგრძნო შენი ონლაინ მაღაზიიდან შესყიდვისას მომხმარებლების შესაძლო გამოცდილება, რაც დაგეხმარება პოტენციური პრობლემების აღმოჩენაში, სანამ ის მომხმარებელზე აისახება.

სატესტო შეკვეთის შექმნა

სატესტო შეკვეთის შექმნისას გაითვალისწინე შემდეგი სცენარები:

  • შენს შეკვეთას დაამატე ფასდაკლების კოდი.
  • სცადე შეკვეთის განთავსება კლიენტის ანგარიშში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ.
  • დატესტე სხვადასხვა გადახდის მეთოდი.
  • გადაამოწმე, სწორად ჩანს თუ არა შენ მიერ შეთავაზებული მიწოდების ტარიფები.
  • დატესტე მიწოდების სხვადასხვა მისამართი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე, როგორ გამოითვლება გადასახადი.
  • განათავსე სატესტო შეკვეთები რამდენიმე მოწყობილობაზე, როგორიცაა დესკტოპი და მობილური მოწყობილობები.
  • მოახდინე წარუმატებელი ტრანზაქციის სიმულაცია.

სატესტო შეკვეთის განთავსების შემდეგ

შეკვეთის განთავსების შემდეგ, შეამოწმე შეკვეთის შემდეგი ნაწილები: