გადახდები
დარწმუნდი, რომ გესმის გადახდის პროცესი. როდესაც მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, მას შეუძლია აირჩიოს თავისი შეკვეთის საფასურის გადახდა ნებისმიერი მეთოდით, რომელიც გააქტიურებული გაქვს შენი Shopify-ს ადმინის გადახდის პროვაიდერების განყოფილებაში. Shopify-ს გამოყენებით შეგიძლია გაააქტიურო გადახდის სხვადასხვა მეთოდი.
თუ გსურს, შენმა მომხმარებლებმა შეძლონ საკრედიტო ბარათით გადახდა, შეგიძლია გამოიყენო Shopify Payments, მესამე მხარის პროვაიდერი ან ორივე ერთად.
ასევე არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ გადახდა საკრედიტო ბარათის გამოყენების გარეშე, როგორიცაა PayPal, Amazon Pay და Apple Pay. შესაძლოა ასევე გსურდეს გადახდის დამატებითი მეთოდების მიღება, როგორიცაა კრიპტოვალუტა.
თუ იყენებ Shopify Payments-ს, შეგიძლია გაააქტიურო Shop Pay, რათა მომხმარებლებმა შეძლონ თავიანთი მიწოდებისა და გადახდის ინფორმაციის შენახვა შეკვეთის უფრო სწრაფად გაფორმების მიზნით. ზოგიერთი სხვა გადახდის პროვაიდერი, როგორიცაა Paypal, Amazon Pay, Apple Pay და Google Pay, ასევე გთავაზობს დაჩქარებული გადახდის ღილაკებს, რომელთა გააქტიურებაც შეგიძლია შენს Shopify-ს მაღაზიაში.
გადახდის პროვაიდერის არჩევისას გაითვალისწინე ქვეყნები, სადაც შენი ბიზნესია განთავსებული და სადაც შენი მომხმარებლები ცხოვრობენ. ქვეყნების მიხედვით Shopify-ს გადახდის კარიბჭეების სიის დახმარებით შეგიძლია გაარკვიო, რომელი გადახდის კარიბჭეა ხელმისაწვდომი შენს ქვეყანაში და რომელ ვალუტას უჭერს მხარს.
შენი მაღაზიის გადახდის ყველა მეთოდს მართავ Shopify-ს გადახდის პროვაიდერების განყოფილებაში.